
31 ოქტომბერს ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში, პროექტ ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის“ (დონორი- ევროკავშირი) ფარგლებში, მორიგი ,,მრგვალი მაგიდის“ -სხდომა გაიმართა.
სხდომას წინ უძღვოდა პროექტის ექსპერტთა ვიზიტები უშუალოდ იმ ბენეფიციართა ოჯახებში , რომელთაც წლების მანძილზე აქვთ მიწის საკუთრებისა და პრივატიზაციის პრობლემები.
გული ღვინჯილია, ნატალია სოლომონიძე, ვერა პელიხანი, ეთერ ცინცაძე, ნაირა ბარამიძე, ნუგზარ პაქსაძე, კახაბერ ბერიძე, ოლოა მარშანშვილი, მაკა ცინცაძე, ჩიქოვანი ანტიაფია, კარლო სიმონისვილი და ლიდია შანსკაია ის ადამიანები არიან, რომელთაც ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია სურთ და სახელმწიფო უწყებებისგან გადაწყვეტილების მიღებას ელიან.
სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ, ქონების მართვის განყოფილების უფროსმა ავთანდილ გორაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა ქეთევან ხარაზმა, ბენეფიციარებს შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს და კანონის ფარგლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში დახმარებას შეპირდნენ. კერძოდ, უახლოეს მომავალში შეიქმნება კომისია, რომელიც თითოეული ბენეფიციარის საკითხს შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.