http://www.awa.org.ge

 

"ჩემი ევროპელი ბებო" - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც დღეს ევროპის დღეების ფარგლებში ქობულეთის კულტურის ცენტრში ჩატარდა. ღონისძიება ასოციაცია "ღირსეული სიბერის" და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივით დაიგეგმა. ასოციაციის ბენეფიციარების მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, გაიმართა მაია შათირიშვილის ხელნაკეთი სუვენირების და სამკაულების გამოფენა, ქობულეთის კულტურის სახლის ახალგაზრდა ხელოვანებმა საცეკვაო, ხოლო სახალხო ანსამბლმა ,,ქობულეთი" მუსიკალური ნომრები შეასრულეს. სტუმრებს ხანდაზმულების მიერ დამზადებული ქობულეთური ტკბილეულების დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი, ორგანიზაცია "ერთმანეთისთვის დამფუძნებელი სოფიო ბაკურიძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენელი მირანდა ჩარკვიანი და ქობულეთის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ბენეფიციარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ასოციაცია მადლობა უხდის ქობულეთის კულტურის ცენტრს, განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილებას თანამშრომლობისათვის. აქტივობა მომზადდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.
უკან