მემცენარეობის სემინარის მსმენელები ჩეხედანას მონასტერს ესტუმრნენ... ჩეხედანას ეკლესია ( ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ცხრაფონა) 1609 წელს ააშენა მამია II გურიელმა თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად. მთლიანად დანგრეული ეკლესია ძველის საძირკველზე ხელახლა ააშენეს XX საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიასთან ფუნქციონირებს მამათა მონასტერი, რომელშიც მხოლოდ ერთი ბერი-მამა იოსები ცხოვრობს და ის ზრუნავს მონასტერზე.