http://www.awa.org.ge

ჩვენი ოფისის ეზოში SAN ANDREAS ჯიშის მარწყვის სადემონსტრაციო სათბურია განთავსებული (40 კვ.მ. ), სადაც ხანდაზმულთა ეკონომიური გაძლიერების პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ სათბურში მარწყვის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები შეესწავლათ. თეორიული მასალის მიწოდების შემდეგ, სათბურში პრაქტიკული მეცადინეობები ტარდებოდა. საგრანტო კონკურში მონაწილე 5 ბენეფიციარს მარწყვის სათბურის მოწყობისათვის მცირე გრანტი გადაეცათ. აქტივობა მიმდინარეობდა ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

უკან