,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ს ინიციატივით სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში #ძალაევროპაშია მიმართული ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ასოციაცია ,,ღირსეულ სიბერის“ ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის და ორგანიზაციის „ხმა საქართველოდან“ ხელმძღვანელებმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ქვეყნის დასავლური კურსის უპირატესობებზე ბენეფიციარებთან კითხვა-პასუხის სადისკუსიო ფორმატში ისაუბრეს.