დღეს, ქობულეთის მუზეუმის სააქტო დარბაზში წინასაახალწლო განწყობა სუფევდა. სხვადასხვა თაობის წარმომადგნლებმა ახალი წლის მოახლოვება ერთად იზეიმეს. საღამო ყველასთვის ძალიან თბილი და ამაღელვებელი გამოვიდა. ბავშვებმა და ხანდაზმულებმა ერთად იმხიარულეს, იცეკვეს და იმღერეს. ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს მუზეუმის დირექტორმა რეზო ტაკიძემ, ასოციაციის თავმჯდომარემ ნანა კალანდაძემ და სტუმრებმა. ბენეფიციარებმა ნათელა ჯიჯავაძემ და ნუნუ ბერიშვილმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ასოციაცია მადლობას უხდის ქობულეთის კულტურის ცენტრს, კლუბ ,,სიჭაბუკის“ წევრებს (ხელმძღვანელი ნინო მეგრელიძე) და მუზეუმის დირექციას გულითადი პარტნიორობისთვის. დასასრულს ჯამბაზებმა ზეიმის ყველა მონაწილეს საახალწლო ტკბილეული დაურიგეს. აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.