ხანდაზმულთა ასოციაციამ მიმდინარე პროექტი „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი“ (დონორი ევროკავშირი), საშობაო აკორდით დაასრულა.
25 დეკემბერს, პროექტის პარტნიორმა - ქობულეთის კულტურის ცენტრმა ასოციაციის ბენეფიციარები საზეიმო საღამოზე მიიწვია, მოხუცებმა საახალწლო განწყობით საზღაპრეთში იმოგზაურეს... ძნელია იმ სიხარულისა და ემოციის გადმოცემა, რაც ბავშვობაში დაბრუნებული ხანდაზმულების სიხარულით ანთებულ თვალებში თითოეული ზღაპრის გმირის გამოჩენისას იკითხებოდა.
ღონისძიების დასასრულ ხანდაზმულებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა, გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ რედაქტორმა ჯემალ მეგრელიძემ, გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ირმა გაბინაშვილმა, კულტურის ცენტრის დირექტორმა ნაირა ვასაძემ, ასოციაციის თავმჯდომარე ნანა კალანდაძემ კი განხორციელებული პროექტის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საზეიმო საღამოზე მუნიციპალიტეტის გამგეობა ასოციაციის 75 ბენეფიციარს საახალწლო ტკბილეულით გაუმასპინძლდა.