ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" თანამშრომლები და ბენეფიციარები დღეს, ქობულეთში საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
ასოციაციის ხელმძღვანელმა და ბენეფიციარებმა ხანდაზმულების წინაშე არსებული პრობლემატური საკითხების შესახებ ისაუბრეს. სახალხო დამცველმა ხანდაზმულთა პრობლემები მოისმინა და ბენეფიციარებს მთელი რიგი საკითხების შესწავლას დაპირდა.