http://www.awa.org.ge

კოლიციური პროექტის,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში (დონორი- ევროკავშირი) შექმნილი ადვოკატირების ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოხუცების კონკრეტული პრობლემების შესწავლას, სთავაზობენ ხანდაზმულებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. მოხუცთა მიმართ ძალადობის ეჭვის შემთხვევაში ახორციელებენ ოჯახის კონტროლზე აყვანას. 9 ოქტომბერს ადვოკატირების ჯგუფმა მორიგი ასეთი მონიტორინგი განახორციელა. ისინი ადვოკატირების ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში ჩაერთვებიან მათ მოგვარებაში. მომზადდება მრგვალი მაგიდა, სადაც მოწვეული საჯარო სტრუქტურების პასუხისმგებელი პირები და ბენეფიციარები, ცენტრის იურისტებთან ერთად ამ პრობლემების გადაწყვეტაზე იმსჯელებენ.

უკან