http://www.awa.org.ge

ასაკოვან ბენეფიციართა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხანდაზმულთა ასოციაციაში პროექტის ფარგლებში ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი“ (დონორი-ევროკავშირი) მცირე ბიზნესის საკითხებში ტრენინგები მიმდინარეობს. სასწავლო კურსი ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებული ბიზნესის გასანვითარებლად ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მოიცავს. ტრენინგებს 50 წლიდან 30 ბენეფიციარი გაივლის და მარტის დასაწყისში მთავრდება.

ტრენინგებს აჭარაში ერთერთი ყველაზე გამოცდილი  არასამთავრებო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" ატარებს (ხელმძღვანელი ლევან გობაძე)

ახალგაზრდა ტრენერებთან ერთად (დავით არძენაძე და მარი პაპუნიძე) ტრენინგებში მონაწილეობენ  ჯაბა გუნთაიშვილი - აგრო სესხების ექსპერტი, ბანკ „კრედოს“ წარმომადგენელი,  ტომ  ლადეკი – მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი საქართველოში (სოციალური მეწარმეობა) ,  ზაზა მჟავანაძე - აგრობიზნესის წარმომადგენელი, თხილისა და ზეთისხილის ფერმერული მეურნეობის მფობელი, კარლო კეკელიძე-ა (ა) იპ  აგროსერვისცენტრის, საინფორმაციო-საკონსულტაციო  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ფინანსისტ-ეკონომისტი და  მანუჩარ ნიჟარაძე-ა (ა) იპ აგროსერვისცენტრის ქობულეთის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.

მცირე ბიზნესის საკითხებში ტრენინგების ჩატარება უფროსი თაობის ადამიანთათვის მათი თვითდასაქმების, შრომის ბაზარზე მონაწილეობის და ეკონომიურ გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

უკან