http://www.awa.org.ge

ასოციაცია „ღირსეულ სიბერის“ ოფისში ხელნაკეთი სუვენირების დამზადების გაკვეთილები მიმდინარეობს. გაკვეთილებს ცნობილი ქობულეთელი დიზაინერი მაია შათირიშვილი უძღვება. სხვადასხვა ფერის ბისერების თუ სხვა მასალის გამოყენებით ბენფიციარები (ასაკი 45 წლის ზემოთ) საინტერესო სუვენირებს ქმნიან. ყოველი გაკვეთილი ახალი დეტალების შესწავლით იწყება. პედაგოგი ამბობს, რომ დაინტერესება დიდია და ბენეფიციარები გაკვეთილს კარგად ითვისებენ. მათ ყველა საჭირო მასალა და ინვენტარი აქვთ, რაც ნივთების დამზადებისთვისაა საჭირო. გაკვეთილების თანმიმდევრობა ასეთია: ნატვრის ხის დამზადება (2 გაკვეთილი), სასაჩუქრე ლარნაკები (2 გაკვ.), მაცივრის მაგნიტები (2 გაკვ.), მაკრამეს ბრელოკები(2 გაკვ.), ბისერის სამაჯურები (2 გაკვ.), სააღდგომო კალათები (2 გაკვ.). ხელსაქმის ჯგუფში მაქსიმალურად 7-8 ბენეფიციარია, ხელსაქმის გაკვეთილები მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’

უკან