http://www.awa.org.ge

 

კონკურსის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ეთერ რომანაძე გავიდა. ხმათა რაოდენობით მეორე ადგილის მფლობელი მერი კალატოზოვა გახდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი ნათელა გოგიტიძეს შეხვდა. მათ საჩუქრები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. კონკურსის ყველა მონაწილე სპეციალური დიპლომებით დავაჯილდოვეთ. ქველმოქმედმა ავთანდილ ზოიძემ კი ბენეფიციარებს სუნამოები უსახსოვრა და მათ ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში ასოციაცია „ღირსეულ სიბერის“ ოფისში კონცერტიც გაიმართა. მოხალისეებმა კონკურსანტებს მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა შესთავაზეს. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა, თავდაპირველად საკონკურსო კომისიამ მონაწილეები შერჩია, რის შემდეგაც კონკურსანტების ფოტოები ასოციაცია „ღისეული სიბერის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა. დებულების თანახმად, გამარჯვებულები მოწონებების (ლაიქების) რაოდენობის შედეგად გამოვლინენ. პროექტი „ჩემი მშვენიერი ბებო“ მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება. კონკურსის მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი მშვენიერი, მზრუნველი და ერთგული ბებიები, საინტერესო ასაკოვანი ქალები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისეული ოპტიმიზმით და შემოქმედებითი პოტენციალით ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითის მიმცემები არიან. კონკურსის სლოგანია: ცხოვრება ყველა ასაკში მშვენიერია აქტივობა მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან